საქართველოსა და პოლონეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კრჟიშტოფ სტანოვსკი მიიღო.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლონეთის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას, რეგიონებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას და სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და ენერგო საკითხები.
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობა.