გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) საქართველოში კიდევ 7 პროექტს დააფინანსებს.
შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, ამ მიზნით ორგანიზაცია 126 ათას აშშ დოლარს გამოყოფს. "იუნესკოს" თანადაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს შორისაა: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დოკუმენტაციის განახლება, ვაშა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართულ-ინგლისური საიუბილეო კატალოგის გამოცება, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენის გახსნა, ასევე მოქვის სახარების დიაგნოსტიკა და ციფრულ მატარებლებზე გადატანა და ეროვნული მუზეუმის კოლექციის რეინსტალაცია მოხდება.
"გვიხარია, რომ იუნესკომ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო და ასეთი მოცულობითი თანხა გამოყო, რითაც ის პროექტები განხორციელდება, რომელსაც ჩვენი სახსრებით ვერ ვახერხებდით", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.