თბილისი Eurocities სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს. ეს გადაწყვეტილება ესპანეთში მიიღეს.
სამუშაო ჯგუფში ვენა, ვარშავა, ჰააგა, მიუნხენი, ქემნიცი, ნურენბერგი, ტამპერე, ლილი, სოფია, ვილნიუსი და გდანსკი შედის.
ჯგუფი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის კუთხით იმუშავებს, წევრი ქალაქების პრობლემების გადაჭრას შეეცდება და საერთო პროექტებსაც დაგეგმავს.
სამუშაო ჯგუფს აქამდე ვენა ხელმძღვანელობდა.