თბილისში ბოტულიზმის შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიების ცენტრში ორი ქალბატონი მოათავსეს. საავადმყოფოში მიყვანისას მათ მხედველობის გაორება აღენიშნებოდათ.
დაავადება სავარაუდოდ სახლში დამზადებულმა პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის მწნილმა გამოიწვია.
ექიმების განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაავადებულები ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან მიერთებულები.