თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა.
კშიშტოფ სტანოანვსკი ვიზიტის ფარგლებში სასჯელაღსრულების თემაზე კონფერენციას გახსნის. ჯანდაცვისა და სოციალურ დაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან ერთად კი დაესწრება კონფერენციას ბავშვთა მზრუნველობის შესახებ.
კშიშტოფ ზალუანსკი კამილიანსის საავადმყოფოში თერაპიის კაბინეტის გახსნასაც დაესწრება, რომელიც პოლონური მხარის დაფინანსებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის სპეციალური საშუალებებით აღიჭურვა.
"საქართველო და პოლონეთი ერთობლივად მუშაობენ რამდენიმე პროექტზე. რამდენიმე წელია გვაერთიანებს სოციალური თემები იმ პოლიტიკურ თანხვედრასთან ერთად რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის. დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა და იმედი მაქვს ჩვენი თითოეული შეხვედრა კონკრეტულ შედეგს მოიტანს", - განაცხადა თბილისში სტანოანვსკიმ.