გრიგოლ ვაშაძე დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება.
მინისტერიალი ბუდაპეშტის სამიტის მოსამზადებელ ეტაპად ითვლება, რომელიც ამ ქვეყნების მეთაურთა მონაწილეობით მაისში უნდა გაიმართოს.
ქართული მხრიდან მინისტერიალს გრიგოლ ვაშაძე დაესწრება. მინისტერიალზე მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობაში მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები იქნება.