საქართველოში ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობა ძალაში 2011 წლი ზაფხულიდან შედის.
როგორც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში განარტავენ, მოწმობა იქნება პლასტიკური ბარათის ტიპის, რომელზეც ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი იქნება განთავსებული. მოწმობები გაამარტივებს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან.
ბარათს ექნება შესაძლებლობა, ჩაანაცვლოს დღეს კერძო და საჯარო სექტორში გამოყენებული პლასტიკური ბარათების უმრავლესობა, როგორიცაა: დაგროვების ბარათები, სადაზღვევო პოლისი; ავტობუსით, მეტროთი მგზავრობის ბარათები და სხვა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ელექტრონული მოწმობის დიზაინის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი 27 დეკემბრამდე გაგრძელდება. კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი ვერსია უნდა გაგზავნონ მისამართზე ცონტაცტ@ცრა.გოვ.გე.
ელექტრონული მოწმობის დიზაინი უნდა შეიცავდეს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის დეტალებს და უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს.
მოწმობაზე უნდა იყოს დატანილი შემდეგი მონაცემები -
წინა გვერდი: მოქალაქის სახელი; გვარი; დაბადების წელი, რიცხვი, თვე; დაბადების ადგილი; პირადი ნომერი; ფოტოსურათი; პირადი ხელმოწერა;
უკანა გვერდი: მისამართი; რეგისტრაციის თარიღი; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; მოწმობის გაცემის თარიღი; მოწმობის მოქმედების ვადა.
კონკურსში გამარჯვებული ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 5000 ლარის ოდენობით.