13-14 დეკემბერს საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მარკეტინგის სპეციალისტი, სახალხო ტრენერი და ბიზნესმრჩეველი, მარტინ ლინდსტორმი ეწვევა.
უცხოელი სპეციალისტის ვიზიტი International Training Centre -ის ინიციატივით ხორციელდება.
ვიზიტის მიზანი წარმოადგენს ლექცია-სემინარი თემაზე: ნეირომარკეტინგი - ბრენდი და მარკეტინგული სტრატეგია.
ტრეინინგი გაიმართება სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში".
ტრეინინგი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს და 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, მონაწილეთა სერთიფიცირების ცერემონიალით დასრულდება.
წარმოშობით დანიელი მარტინ ლინდსტორმი, დღესდღეობით, ისეთი კომპანიების მრჩეველია, როგორიცაა: Microsoft Corporation, Coca-Cola, Nestle, McDonald's, Nokia, The Walt Disney Company, American Express, PepsiCo, Yellow Pages P&G და სხვა.
2009 წელს, ჟურნალ TIME-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.
12 წლის ასაკში მარტინ ლინდსტორმი უკვე ფლობდა საკუთარ სარეკლამო სააგენტოს. ლინდსტრომის პირადი აუდიტორია, დღესდღეობით, 1 მილიონ ადამიანს აჭარბებს.