ხვალ, 13 დეკემბერს "ქრისტიან-დემოკრატები" სახელმწიფოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, "ქრისტიან-დემოკრატები" საკონსტიტუციო სამსამრთლოსგან გაერთიანბულ კომუნალურ გადასახადების გაუქმებას ითხოვენა.
ამასთან, მათივე შეფასებით, წყლის, ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადებზე საერთო პასუხისმგებლობის დაკისრება ანტიკონსტიტუციური ფენომენი და სახელმწიფოს მხრიდან მონოპოლიური კორპორაციის შექმნის მცდელობაა.
სარჩელის ხელს პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე, გუნდის სხვა წევრები და მოქალაქეები აწერენ, რომლებიც ე.წ. გაერთიანებული ქვითრის შემოღების წინააღმდეგები არიან.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი ხვალ, 12:00 საათზე შეიტანს.
შეგახსენებთ, რომ ახალი წესის თანახმად, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის ერთობლივი გადახდა უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, კი თუ პირი წყლის დავალინებას არ დაფარავს მას ელექტროენერგია ავტომატურად ჩაეჭრება.