საქართველო იყო ტესტი რუსეთისთვის - გაუვა თუ არა მსგავსი საქციელი დანარჩენ მსოფლიოსთან. ამის შესახებ შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა ბარამიძემ სენატორების მონაწილეობით გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრის კონტექსტში განაცხადა.
"გავლენის სფეროების არსებობა მსოფლიომ აღარ უნდა დაუშვას. საქართველო იყო ტესტი რუსეთისთვის - გაუვა თუ არა მსგავსი საქციელი დანარჩენ მსოფლიოსთან", - ეს იყო მთავარი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ბარამიძემ კონფერენციიდან გააჟღერა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ამერიკისა შეერთებული შტატებისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ღირებულებებს შეეჯახა.
როგორც ბარამიძემ კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერა დღიდიდღე იზრდება და ეს უკვე უფრო და უფრო აშკარა ხდება.
"სენატორმა მაკკეინმაც აღნიშნა მის გამოსვლაში, რომ არ შეიძლება შეერთებულმა შტატებმა საქართველო მიატოვოს, რადგან ეს, პირველ რიგში, მის ინტერესებში არ შედის", - განმარტა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარამიძე უკვე რამდენიმე დღეა ვიზიტის შეერთებულ სტატებს სტუმრობს. მის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი ამერიკელ სენატორებს, კონგრესმენებს, თეთრი სახლისა და თავდაცვის უწყების ოფიციალურ პირებს შეხვდა.