საქართველოს ევროპიდან წამოსული ციკლონი უახლოვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მეტეოროლოგიურ სამსახურში განუცხადეს, ამინდის გაუარესებას 13 დეკემბრიდან უნდა ველოდოთ.
"ევროპიდან წამოსული ციკლონი შავ ზღვაზე რამდენიმე საათში შემოვა. ამის გამო მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა - დღის განმავლობაში 8-9 გრადუსამდე, თუმცა ყინვები არ იქნება", - აცხადებენ მეტეოროლოგიურ სამსახურში.
მათივე განცხადებით, ხვალიდან საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს, მაღალმთიან რეგიონებში კი შესაძლოა თოვლიც წამოვიდეს.
სინოპტიკოსები ძლიერ ყინვებს თვის ბოლომდე არ ვარაუდობენ.