კიევ-პეჩერის ლავრა იქნება სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ღვთისმსახურება უკრაინის კანონების შესაბამისად აღსრულდება.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „რაც შეეხება საეკლესიო თემას, ჩვენ არ ვერევით. მაგრამ ლავრა - ეს არის მუზეუმი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს“,- აღნიშნა დანილოვმა.
მანა ღნიშნა, რომ სამუზეუმო კომპლექსის ბედს გადაწყვეტს სახელმწიფო და არა ცალკეული ადამიანები. მისი თქმით, „ფეხებით არავის გამოათრევენ. ყველაფერი იქნება კანონმდებლობის თანახმად“.
„იქ იქნება ღვთისმსახურება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის კანონის შესაბამისად და არა ხელოვნურ წარმონაქმნებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონის მიღმა დიდი რაოდენობით იყო შქმნილი, ჩვენ გვეგონა, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ღმერთთან, მაგრამ გაირკვა, რომ ისინი კავშირში იყვნენ რუსეთის ფედერალურ სამსახურებთან“, - განაცხადა დანილოვმა.