საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადებები გაკეთდა. “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს განსაზღვრა, რომელი ხუთქიმიანი ვარკვლავი იკრძალება და რომელი ნამგალი და ურო.
“არასერიოზულად მეჩვენება, რომ ნამგალსა და უროს საპარლამენტო დონეზე ბრძოლა გამოვუცხადეთ”, - აღნიშნა ბაღათურიამ და დასძინა, რომ ამ სიმბოლიკის აკრძალვით საქართველოში მოქმედ კომუნისტურ პარტიას თავისი დროშისა და სიმბოლიკის გაუქმება მოუწევს.
ბაღათურიას გამოსვლას დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “პარტია, რომელიც თავს აცხადებს კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრედ, მისი საქართველოში არსებობა უნდა აიკრძალოს".
კანონპროექტის ავტორის გია თორთლაძის განმარტებით, სიმბოლიკის აკრძალვა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე ხდება და პარტიებსა და კონკრეტულ პირებს შეუძლიათ პირადი მოხმარებისთვის თავისუფლად გამოიყენონ.
დეპუტარტმა გურამ ჩახვაძე მოითხოვა, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტში ცალდე მუხლი შევიდეს.