"სახალხო წარმომადგენლობითი კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრები - ნონა გაფრინდაშვილი, ნინო ბურჯანაძე და კახა შარტავა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლებს შეხვდნენ.
"საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებთან "სახალხო კრების" შესახებ ვისაუბრეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება "სახალხო კრების" მიმართ. დიპლომატიურ კორპუსს გავაცანით ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოშია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ადამიანების უფლებათა დაცვის დღეა, საქართველოს ხელისუფლება ადამიანების უფლებების დასაცავად არაფერს აკეთებს. ჩვენ ასევე ვთხოვეთ დიპლომატიურ კორპუსს, პოლიტპატიმარ ზაზა ჩაკვეტაძის პროცესზე დასწრება, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება", - განაცხადა კახა შარტავამ.
როგორც საბჭოს წევრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმ რეალობაზეც ისაუბრეს, რამაც "სახალხო კრების" მოწვევის აუცილებლობა გამოიწვია.