შრომის, ჯამრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ უმრავლესობასთან სამედიცინო დაწესებულების ექიმის პასუხისმგებლობის საკითხზე კონსულტაციების გამართვა უარყო და აღნიშნა, შეხვედრა ტექნიკური ხასიათის საკითხებს შეეხებოდა.
ამასთან, მინისტრმა დღეს დაგეგმილ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მასზე სასერთიფიკაციო გამოცდების საკითხი, ასევე მოქალაქეების მხრიდან შემოსული საჩივრები განიხილება.
"ეს არის ჩვეულებრივი რიგითი შეხვედრა, სადაც სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ, მათ შორის მოქალაქეების მხრიდან შემოსული საჩივრებიც განიხილება. აუცილებელია რეაგირება მოხდეს, როგორც მოქალაქეების უფლების დასაცავად, ასევე უნდა დავიცვათ სამედიცინო პერსონალი", - აღნიშნა ურუშაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება იმ დასკვნის საფუძველზე მოხდება, რომელიც ექსპერტების მიერ არის მომზადებული.
"შეცდომის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ცალსახად უნდა გამოვყოთ ერთმანეთისგან ეს არის შეცდომა, დაუდევრობა თუ ადგილი გვაქვს დანაშაულთან", - აღნიშნა ურუშაძემ.
აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ საბჭო მიიღებს გადაწვეტილებას რომ ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომას ან დაუდევრობას მას ექიმის სერთიფიკატი ჩამორთმევა, თუ გამოიკვეთა დანაშაული მაშინ საქმე სამართალდამცველ ორგანოებს გადაეცემათ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა დღეს, 17:00 საათზე გაიმართება, სადაც 30-მდე სამედიცინო დაწესებულების 100-მდე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებენ.