საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით გამართული მოსწავლეების აქციის უკან გარკვეული პოლიტიკოსები იდგნენ.
ამის შესახებ, დიმიტრი შაშკინმა გაზეთ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოსწავლეების აქცია რა თქნა უნდა იყო ორგანიზებული და მათ უკან გარკვეული პოლიტიკოსები იდგნენ",-აღნიშნა შაშკინმა.
მისივე განცხადებით, საატესტატო გამოცდები 2011 წლის მაისში მაინც ჩატარდება.