ამბროლაურში ახალგაზრდობის ცენტრი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა დავით გაგოშიძემ მიიღეს მონაწილეობა.
ახალგაზრდული ცენტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას.
ცენტრი ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ამბროლაურის ახალი სპორტული ცენტრი იმ პროექტის ნაწილია, რომელიც 8 რეგიონში ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრების გახსნას ითვალისწინებს.
სპორტის მინისტრმა ასევე ამბროლაურის სპორტული ინფრასტრუქტურაც მოინახულა. ვარძელაშვილი ჭაბუკ ფალავნებს შეხვდა, რომლებიც მომავალი წლიდან თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ჭიდაობის დარბაზში გაივლიან მომზადებას.
ასევე იგეგმება ამბროლაურში საცურაო კომპლექსის მშენებლობა.