პარლამენტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე დეპუტატებთან კონსულტაციას მართავს.
კონსულტაციები ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანის კაბინეტში მიმდინარეობს. მას მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე ესწრებიან.
არაოფიციალური ინფორმაციით, კონსულტაციებს მინისტრი უმრავლესობის წევრებთან 30-მდე სამედიცინო დაწესებულების 100-მდე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხზე მართავს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა სხდომა 17:00 საათისთვის გადაიდო.