საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა ეროვნული და რეგიონული მედიასაშუალებების და მაუწყებლობის წარმომადგენლებს მედიაგამჭირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო.
როგორც მინაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, იმისთვის, რომ არ დარჩენილიყო რაიმე სახის კითხვები კანონპროექტიდან ამოიღეს 10% წლის მქონე პირის ოფშორში დარჩენის შესაძლებლობაც.
"მიუხედავად იმისა, რომ 10% წილის მფლობელს მაუწყებლის მართვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ამ მხრივ ოპოზიციასაც და არასამთავრობოებსაც ჰქონდა შენიშვნები, რომელიც გავითვალისწინეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოფშორში დარეგისტრირება ლიცენზიის ყველა მფლობელს აეკრძალა", - აღნიშნა მინაშვილმა შეხვედრაზე.
მედიასაშულებების წარმომადგენლებიდან პროექტზე და ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე შენიშვნა მხოლოდ ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა გამოთქვა.
ჯანგირაშვილი ეჭვობს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებაც ისევე არ შესრულდება, როგორც სხვა შეხვევებში ხდება.
მედიაგამჭვირვალობსი შესახებ პროექტზე აკაკი მინაშვილი დღესვე მედია სკოლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.