თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ხილვადობა უკვე აღდგენილია.
გადადებული რეისების შესრულება უკვე დაიწყო. ორი თვითმფრინავი გაფრინდა, ერთი კი აეროპორტმა მიიღო.
როგორც ცნობილია, გარკვეულმა კომპანიებმა რეისების გადადების გადაწყვეტილება დღეს დილით, ძლიერი ნისლის გამო მიიღეს. ამის გამო რეისების შესრულება რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო, თუმცა აეროპორტს მუშაობა არ შეუჩერებია.