უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტს სახელი ეცვლება .
აღნიშნული საკითხის პარლამენტის პლეანარულ სხდომაზე დღეს გატანის ინიციატივით კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური გამოვიდა.
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" შესატანი ცვლილების თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დაერქმევა.
აღნიშნულ ინიციატივას, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი დღის მეორე ნახევარში ეყრება, მანამდე კი საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განიხილება.