თბილისის დამწვრობის ცენტრში 7 წლის ბავშვი მოათავსეს.
გიორგი კუპატაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თამაშის დროს ელექტროგადამცემ ჯიხურში მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს შეეხო, რის შედეგადაც მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
შემთხვევა ნაძალადევში ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე მოხდა.
ექიმების განცხადებით, ბავშვი შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.