UFC ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.
შეხვედრა 12 მარტს, აშშ-ში, ლას ვეგასში გაიმართა.
ქართველი და რუსი მებრძოლის დაძაბული ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. დვალიშვილმა რუსი მეტოქე 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
პრინციპული და უმთავრესი მეტოქის დამარცხების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, შეწვიტეთ ომი!“, - თქვა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა კარიერაში მეთექვსმეტე ბრძოლა მოიგო.