მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „ფოლცვაგენის" ფირმის ავტომობილი „ზილის" მარკის სატვირთო მანაქანას შეეჯახა.
ავარიის შედეგად, „ფოლცვაგენის„ მძღოლი გარდაიცვალა, 2 ადამიანი - ქალი და ბავშვი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე საპატრულო სამსახური მუშაობს. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.