ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ იღებს. კომპანია "არმავიას" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ერევანი-თბილისი-ერევანის მიმართულებით ასრულებდა რეისს თბილისში სწორედ უამინდობის გამო ვერ დაჯდა. ამ მიზეზითვე დაუქმდა მიუნჰენის, სტამბულის, ვარშავის, პრაღის, კიევისა და ბაქოს რეისები. თვითმფრინავები იქიდან არც გამოფრენილან.
შექმნილი მდგომარეობის გამო მგზავრთა ნაწილმა ბილეთები დააბრუნა. რაც შეეხება თბილისიდან რეისების შესრულებას ამ მხრივ პრობლემა არ არის.