აშშ-ის სენატი ცნობს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ოკუპირებულს რუსეთის ფედერაციის მიერ. სენატი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას გადადგას ნაბიჯები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს რუსული ჯარის დაბრუნებას ომამდელ პოზიციაში, მანამდე კი უნდა მოხდეს ჰუმანიტარული მისიების დაშვება ამ ტერიტორიებზე.
სენატი დაჟინებით მოითხოვს რუსეთის მთავრობისაგან და ადგილობრივი დე-ფაქტო ლიდერებისგან უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული და ღირსეული დაბრუნება.
აშშ-ს სენატი ადასტურებს, რომ გზა რეგიონის სტაბილურობისკენ უნდა ეფუძნებოდეს მშვიდობასა და ხანგრძლივ პოლიტიკურ და დიპლომატიურ დიალოგს. ნათქვამია რეზოლუციის განცხადებაში.