აშშ-ს სენატი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავს. კონგრესის ზედა პალატაში რეზოლუციის პროექტი უკვე შეტანილია. მისი ავტორები ამერიკელი სენატორები არიან.
რეზოლუციის პროექტში ასახულია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თითქმის ყველა საკითხი, მათ შორის მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია და ეთნიკური წმენდა.
დოკუმენტში სენატორები მოუწოდებენ რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახე ხელმოწერილი შეთანხმება, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ხელი შეუწყოს დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას.
რეზოლუციის პროექტში აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვეობა.