დღეს, 10 დეკემბერს, პარლამენტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს ელოდებიან.
სასჯელაღსრულების მინისტრი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფომაციას მიაწვდის.
კომიტეტის სხდომა 13:00 საათზე პალამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში ჩატარდება.