ხელისუფლება ყველა არგუმენტის, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნების განხილვის შემდეგ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მოქალაქეების ინტერესებში და რომელიც არ დააზიანებს არცერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
„ვიდრე გიორგი ვაშაძის მოთხოვნებს ვუპასუხებ, უფრო მნიშვნელოვანია, ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რაც ჩვენს საზოგადოებას აქვს. მინდა, ვუთხრა ახალგაზრდებს, სტუდენტებს, თითქოს კანონპროექტი და კანონის ეს ვერსია, თუნდაც საბოლოო ვერსია, რომელიც იქნება მიღებული, კანონი რაიმე საფრთხეს შეუქმნის მათ განათლებას, მათ კარიერულ წინსვლას, ეს არის სიცრუე. ხელისუფლება საბოლოოდ ყველა არგუმენტის, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნების განხილვის შემდეგ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებში და რომელიც არ დააზიანებს არცერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც სჭრიდება ჩვენს ქვეყანას, ამ შემთხვევაში ახალგაზრდებს. არ შეუშლის ხელს და არ დააზიანებს არც სწავლის პროცესს, არც გრანტების მიღების პროცესს, არც სამეცნიერო საქმიანობას, თუ მათ წასვლას საზღვარგარეთ. ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დეზინფორმაცია.
ამასთან, კანონი, საბოლოო ჯამში, როგორც იქნება მიღებული, არანაირად არ შეუშლის ხელს იმ პროგრამებს და სერვისებს, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, შშმ ადამიანებს სჭირდებათ ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ დეზინფორმაცია, გამოყენებული იმისთვის, რომ როგორმე ამ ადამიანებში ემოციური პროტესტი გამოიწვიონ და გამოიყვანონ აქციაზე, შემდეგ დააყენონ ისეთი პოლიტიკური მოთხოვნები, რაც ახლა ვნახეთ”, - განაცხადა თალაკვაძემ.