დღეს, 10 დეკემბერს, 10:30 საათზე, "ქორთიარდ მარიოტში" ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ.
ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალი გადაავლონ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გაწეულ საქმიანობას.
ღონისძიების მსველელობისას გაიმართება პუბლიკაციის "ახალი სახლები ახალი ცხოვრებისთვის" პრეზენტაცია. ასევე გაიმართება ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის მიერ თანადაფინანსებული ახალი პროექტის პრეზენტაცია.
პუბლიკაციაში ასახულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ განხორციელებული საქმიანობა.
გარდა ამისა, გაიმართება მოკლე პრეზენტაციები, სადაც მონაწილეები წარმოადგენენ ძირითად მონაცემებს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს, ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის თანამშრომლობის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად.