ხვალ, 10 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა დღეს ტრადიციული კვირეულით აღნიშნავს.
წლის განმავლობაში საიამ 3 ძირითადი პრობლემა გამოკვეთა: სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა (ამ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შეფერხება); მედიის პრობლემა; საარჩევნო გარემოს პრობლემა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 9 დეკემბერს უზენაეს სასამართლოსთან გამართა მშვიდობიანი აქცია სახელწოდებით "დაიცავი ჩემი უფლება!"
13 დეკემბერს, 12:00 საათზე, საიას საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და მედიაექსპერტები მედიაში არსებულ პრობლემებზე (ეს საკითხი წლის ბოლოს განსაკუთრებით აქტუალური გახდა) სპეციალურ შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავენ.
15 დეკემბერს, 12:00 საათზე, საიას საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება მრგვალი მაგიდა არჩევნების თემაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. შედგება ანგარიშის პრეზენტაცია და გაიმართება დისკუსია.