საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრა გამართა ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, იუგ მინგარელისთან, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების პროცესში ევროპული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო იუწყევა, შეხვედრისას განხილულ იქნა 8-9 დეკემბერს ქ. თბილისში გამართული მესამე პლენარული სესიის შედეგები და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები. მათი მტკიცებით, მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი.