ხვალ, 21 ნოემბერს, 12:00 საათზე აკაკი წერეთლის ძეგლთან (წერეთლის გამზირის დასაწყისში) გაიმართება კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნის ლაშა ჩხარტიშვილისა და გარემოვაჭრეთა პროფკავშირის წარმომადგენელთა ბრიფინგი გარევაჭრობის ლეგალიზაციის საკითხზე.
ხვალვე დაიწყება ხელმოწერების შეგროვების კამპანია ლაშა ჩხარტიშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებს გარევჭრობის დაკნონებასა და მის მოწესრიგებას.
ხელმოწერების შეგროვების პროცესის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 30 000 ხელმოწერის შეგროვება და გარე ვაჭრობის ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტის წარდგენა საქარველოს პარლამენტში დასამტკიცებლად.