გასულ, ღამეს რუსეთის ძალებმა ბახმუტთან მნიშვენლოვანი სატრანსპორტო ნაგებობა ააფეთქეს. როგორც CNN იუწყება, ოკუპანტებმა დაანგრიეს ხიდი, რომელიც ბახმუტს ხრომოვოს დასახლებასთან აკავშირებს.
დონცკის ოლქის პოლიციაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში ხიდის აღდგენას შეეცდებიან, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერიაა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და ტვირთის გადასატანად, მათ შორის საბრძოლო მასალების.
ამასთან, პოლიციაში განაცხადეს, რომ ბახმუტამდე მისვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია შემოვლითი გზითა და მინდვრებით.
ამჟამად ბახმუტიდან ორი გზა გადის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე: მეზობელ დასახლებებზე - ხრომოვოსა და ივანოვსკოეზე. იმის მიუხედავად, რომ ორივე გზას უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ, რუსი ოკუპანტების უწყვეტი ცეცხლის ქვეშ არის.