ხვალ, 10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ჰიპერმარკეტ "გუდვილში" "გუდვილის", "ჯიმარტის" და "ჯიპიაი ჰოლდინგის" ერთობლივი საახალწლო აქციის - "ბონუს დაზღვევა - ბონუს ბარათით" - პრეზენტაცია მოეწყობა.
"გუდვილის" და "ჯიმარტის" ბარათის ყველა მფლობელი, ვინც 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე "ჯიპიაი ჰოლდინგში" დააზღვევს ავტომობილს, სახლს, ბინას ან აგარაკს, ბარათზე საჩუქრად მიიღებს 200 ლარს.
200 ლარის ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება აქვთ, "გუდვილის" 55 000 დასახელებისნ და "ჯიმარტის" 30 000 დასახელების პროდუქტიდან შეიძინონ ნებიესმიერი.
კლუბის წევრებს დაზღვევის გაფორმება შეეძლებათ ჰიპერმარკეტ "გუდვილში" და "ჯიპიაი ჰოლდინგის" ოფისებში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.
10 დეკემბერს დაგეგმილ პრეზენტაციას დაესწრებიან "გუდვილის" და "ჯიმარტის" კლუბის წევრები, ჟურნალისტები და მოწვეული მსახიობები. მოეწყობა გათამაშება, გამარჯვებულებს კი გადაეცემათ პრიზები და საჩუქრები.
სამივე კომპანია მომავალშიც გეგმავს მომხმარებლებს შესთავაზოს მსგავსი აქციები და სიურპრიზები.