თბილისის მერიამ დასაქმების პროექტის ფარგლებში კიდევ 18 ადამიანი დაასაქმა. დასაქმებულებს სპეციალური 15-დღიანი კურსი ტექნიკურ დიაგნოსტიკაში, სამეცნიერო, კვლევით და პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია SOLID-მა ჩაუტარა.
ამ დროისათვის ისინი სენაკი-ფოთის მაგისტრალური გაზსადენის დიაგნოსტიკაზე მუშაობენ.
უმუშევრების დასაქმება სხვადასხვა კომპანიაში მერიის სპეციალური მონაცემთა ბაზიდან ხდება.
დღეს დასაქმებულებს თბილისის მერი გიგი უგულავა შეხვდა. თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მერიის სპეციალური მონაცემთა ბაზიდან უმუშევრების დასაქმება თანამშრომლობის ყველაზე სწორი ფორმაა.
"ჩვენ ვერ შევქმნით ხელოვნურად სამუშაო ადგილებს ბიუროკრატიის ხარჯზე, ეს არ იქნება სწორი, მაგრამ შეიძლება ვიყოთ ხიდი კერძო სექტორსა და უმუშევარ ადამიანს შორის, რომ ამ ადამიანმა სამუშაოს მოძებნა შეძლონ", - განაცხადა დასაქმებულებთან შეხვედრისას უგულავამ.