ხვალ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართება.
ხვალ, 10 დეკემბერს, 13:00 სთ და 17:00 სთ-ზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიდაციის ცენტრი (GCRT) ადამიანის უფლებათა საერთაშორის დღესთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმების ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კვირეულის ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის პოპულარიზაცია და სტუდენტ/ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების სხვადასხვა სფეროში ცნობიერების ამაღლება.
13:00 სათზე ფილმის "წიგნები გისოსების ნაცვლად" ჩვენება გაიმართება, ხოლო 17:00 საათზე "ომი დასრულდა".
ფილმი Books not Bars („წიგნები გისოსების ნაცვლად") მოგვითხრობს არასრულწლოვან დამნაშავეებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (მოდერატორები: ანკა ჟღენტი და ანანო ჯავახიშვილი, ფსიქოლოგები, GCRT).
დოკუმენტური ფილმი - War Don Don („ომი დასრულდა") მოგვითხრობს საერთაშორისო მართლმსაჯულებაზე და იმ დილემებზე, რასაც იგი აწყდება კონკრეტული ადამიანებისა და ქვეყნების საქმეების განხილვის დროს (მოდერატორი: უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი).