მიმდინარე კვირაში გაიმართება რამდენიმე ღონისძიება ადამიანის უფლებათა დღის, 10 დეკემბრის, აღსანიშნავად.
ღონისძიების ფარგლებში, ხვალ, 11:45 საათზე, წარმოადგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებებში. ღონისძიებას გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკიც დაესწრება.
ხვალვე ზუგდიდში, საგამოფენო დარბაზში ბავშვების ნახატების გამოფენა გაიმართება. ხოლო 11 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ბეთსში" ვიქტორინა მოზარდევისთვის "ეთნოსები და რელიგიები საქართველოში" გაიმართება.
ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია. ბათუმსა და ქუთაისში ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებსა და ადამიანის უფლებათა აქტივისტებს შეხვდა. ხოლო 9 დეკემბერს წეროვანის საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა დევნილ მოსწავლეებსა და პედაგოგებთან.
კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
წელს ადამიანის უფლებათა დღის საერთაშორისო თემაა: ხმა ამოიღე, შეაჩერე დისკრიმინაცია. თავის ყოველწლიურ მიმართვაში გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თქვა: "მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დამცველები ხმას იმაღლებენ დისკრიმანაციის, გარიყულობის, ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ მათ სიმამაცესა და მიღწევებს მივესალმებით. სახელმწიფოების მოვალეობაა დაიცვან ადამიანის უფლებათა დამცველები. მივმართავ ყველა სახელმწიფოს რათა მათ უზრუნველყონ გამოხატვისა და თავშეყრის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა დამცველების მუშაობის საფუძველს წარმოადგენს."
მასალის გამოყენების პირობები