საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლების ინიციატივით ახალი ეროვნული მოძრაობა "სამშობლო" დაფუძნდა.
ეროვნული მოძრაობა "სამშობლოს" ლიდერმა თამაზ ბიბილურმა, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წინ ყრილობა გამართა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოითხოვა.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოში ერთიანობის აღგენა და სამართლიანობის დაცვა. ჩვენი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ყრილობას გავმართავთ გამომცემლობა "სამშობლოს" წინ, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან",- განაცხადა ყრილობაზე თამაზ ბიბილურმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული მოძრაობა "სამშობლო" ყოველ კვირა დღეს გამართავს შეხვედრებს საზოგადოებასთან.
"ყრილობის მთავარი მიზანია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, სადაც არ იქნება გამოყენებული ძალადობა. ქვეყანაში წესრიგი უნდა ემყარებოდეს სამართლიანობას, ეს კი მომავლის იმედს იძლევა,"- განაცხადეს ყრილობაზე ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა.