"თავისუფალი დემოკრატები" დედაქალაქის ბიუჯეტში ვეტერანებისთვის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებს ითხოვენ.
ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"თავისუფალი დემოკრატები" თბილისში მცხოვრები 22 ათასი ვეტერანისთვის მოვითხოვთ, მერიამ დედაქალაქის ბიუჯეტში შეიმუშაოს მუნიციპალური პროგრამა. შექმნას სპეციალიზირებული საწარმო, რომელიც აწარმოებს ვეტერანებისთვის დეფიციტურ და აუცილებელ სამედიცინო-ტექნიკურ ინვენტარს: ეტლი, ყავარჯენი, პროტეზი, ხელჯოხი, გადასააადგილებელი სკამი",_განაცხადა აბაშიძემ.
მისივე განცხადებით, მერიამ უნდა შეიმუშაოს მექნიზმი კადრების მომზადებისა და გადამზადების მიმდინარე პროგრამებში ვეტერანთა უპირატესი ჩართვის შესახებ.
საბინაო ახალ მშენებლობაში გაითვალისწინონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა_მათ შორის ვეტერანთა სპეციალური მისასვლელბი.
მერიამ შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება პარკინგის ფასების შენარჩუნების შესახებ და ვეტერანებზე გაავრცელოს 50%-იანი შეღავათები.
პირველი და მეორე ჯგუფის ვეტერანებისთვის შეიმუშაოს რეფარალური და ურგენტული მკურნალობის გაწევის სისტემა.
გამონახოს შესაძლებლობები ვაზიანში და ისანში (ყოფილი მე-11 ბრიგადის ტერიტორია) კომპაქტურად ჩასახლებული ვეტერანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესათვის.
მერიის ფონდიდან გამოიყოს სახსრები ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის.
შეიმუშაოს და რელურად აამოქმედოს, ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლაში დაღუპული ოჯახის წევრთა უმაღლეს სასწავლებებლში სწავლების საფასურის მუნიციპალური თანაგადახდის მექანიზმი.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ პასუხად განაცხადა, რომ ოპოზიციის ყველა მოთხოვნა, შესაბამისი ფორმით მიწოდებული, შესაძლებლობის ფარგლებში იქნება გათვალისწინებული.