"ქრისტიან-დემოკრატები" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
მოსარჩელეები პარლამენტის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რაც კომუნალური გადასახადების გადახდის ახალ წესს ითვალისწინებს.
"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, მთავრობა მსგავსი ქმედებებით ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს.
"ეს გადაწყვეტილება პრობლემას უქმნის არა მარტო უმწეოთა კატეგორიაში მოხვედრილ ოჯახებს, არამედ საშუალო ფენის წარმომადგენლებსაც", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ თბილისში მცხოვრებ 9-შვილიან ოჯახში სტუმრობისას.
შეგახსენებთ, რომ ახალი წესის თანახმად, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის ერთობლივი გადახდა უნდა მოხდეს.