აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოში განხორციელებულ ტერაქტებს "აკვირდება".
"ქართველმა სამართალდამცველებმა კრიმინალურ ქსელთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარეს. დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაკვირდებით", - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ქართული მხარის მიერ საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ მოსკოვისთვის შეთავაზებულ წინადადებას, ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, "რუსეთის ხელისუფლების სახელით განცხადებას ვერ გააკეთებს, მაგრამ მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც მომხრადთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს".
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სექტემბერ-ნოემბერში განხორციელებული აფეთქებები გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს, 2-ზე კი ძებნა გამოაცხადდა. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ აფეთქებების დამკვეთი და ორგანიზატორი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მაიორი ევგენი ბორისოვი იყო.