აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს. მათ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები განიხილეს. სანდუმ ისაუბრა მოლდოვის ხელისუფლების ძალისხმევაზე ქვეყანაში მშვიდობისა და მსოფლიო წესრიგის შესანარჩუნებლად და ბაიდენი მოლდოვაში პრეზიდენტის რანგში მიიწვია.
„პრეზიდენტ ბაიდენს გადავეცი მოლდოველების სურვილი გახდნენ თავისუფალი სამყარო ნაწილი, იცხოვრონ უსაფრთხოდ და მიაღწიონ მიზანს გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ასევე მადლობა გადავუხადე მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაში“, - განაცხადა სანდუმ.
სანდუმ პრეზიდენტს აცნობა, რომ იმ რთულ ვითარებაშა, რომელშიც მოლდოვა მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე ომის გამო აღმოჩნდა, ქვეყანა საჭიროებს აშშ-ის მეტ მხარდაჭერას ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად.
სანდუმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს დახმარებისთვის, რომელიც აშშ-ის მთავრობამ მოლდოვას გაუწია ბოლო ერთი წლის განმავლობაში ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად.
სანდუმ ჯო ბაიდენი მოლდოვაში ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში მიიწვია. ბაიდენი 2011 წელს მოლდოვას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყონისას სტუმრობდა.