ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარდამჭერ კიდევ ერთ რეზოლუციას მიიღებს.
აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი უკვე მომზადებულია და მას სენატი კენჭს უახლოეს მომავალში უყრის.
გიორგი ბარამიძე შეერთებულ შტატებს უკვე მესამე დღეა სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი უკვე შეხვდა სენატორ ჯონ მაკკეინს.
"გარდა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის თემისა, სენატორ მაკკეინთან შეხვედრისას საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გახდება საქართველო ნატოს წევრი. გვჭირდება, ვიცოდეთ აშშ-ს პოზიცია ამასთან დაკავშირებით", - განუცხადა ბარამიძემ ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ასევე კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჰოვარდ ბერმანთან.