მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმების დროს ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება.
კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად უკვე შესულია.
მთავრობის გადაწყვეტილების მიზანია მოსახლეობისთვის ზედმეტი რეგულაციების მოხსნა.
ამავე კანონპროექტის მიხედვით, დასაშვები ხდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლა.
მთავრობის ინიციატივის განხილვები პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება.