"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა.
"ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!" - წერს გიორგი ვაშაძე.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი სრულდება.