ევროპა რუსეთთან ომში უკვე ირიბად არის ჩართული, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო სავარაუოდ მალე განიხლავს უკრაინაში „ე.წ. სამშვიდობო ჯარების შეყვანას“.
მისივე თქმით, კონფლიქტი შეიძლებოდა, სხვაგვარად განვითარებულიყო, რუსეთისთვის გარანტიის მიცემით, რომ უკრაინას ნატო-ში არ მიიღებდნენ.
„ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ, ნატო-სა და ევროკავშირი წევრები, და იქ ყევლა ომის მხარესაა ან ყოველ შემთხვევაში თავს ისე აჩვენებენ, ჩვენს გარდა“, - თქვა ორბანმა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარეობს ომი არა სიკეთისა და ბოროტების არმიას შორის, არამედ ორი სლავი ხალხის ჯარს შორის, რომლებიც იბრძვიან ომში შეზღუდულ დროსა და სივრცეში.
„თქვენ თუ აგზავნით იარაღს, თუ ამზადებთ ერთ-ერთი მხარის ჯარისკაცებს, თუ აფინანსებთ მისი მთელი სახელმწიფო აპარატის მუშაობას და დაუწესებთ სანქციებს მეორე მხარეს, მაშინ რაც არ უნდა თქვათ, თქვენ ომში ხართ, ირიბ ომში. დაიწყო ჩაფხუტებით, გაგრძელდა ადამიანების მოსაკლავად შეუსაბამო აღჭურვილობის გაგზავნით, ახლა ვაგზავნით ტანკებს, დღის წესრიგშია საბრძოლო თვითმფრინავები და მალე გავიგებთ ე.წ. სამშვიდობო ძალების შესახებ. უკრაინაში მიმდინარეობს ომი არა სიკეთისა და ბოროტების ჯარებს , არამედ ორი სლავი ხალხის არმიას შორის, რომლებიც იბრძვიან ომში, რომელიც შეზღუდულია სივრცესა და დროში. ეს მათი ომია და არა ჩვენი.
უნგრეთი აღიარებს უკრაინის უფლებას თავდასხმისგან დაიცვას თავი, მაგრამ არ იქნება სწორი, თუ უკრაინის ინტერესებს უნგრეთზე წინ დავაყენებთ. უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ რუსეთთან, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ორბანმა.