პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის მიგ-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს. მისივე თქმით, პოლონეთი შეუერთდება კოალიცაის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით, თუ კი ასეთი კოალიცია შეიქმნება. ამის შესახებ დუდამ უკრაინულ მედიას განუცხადა.
დუდას თქმით, F-16 ტიპის თვითმფრინავების პილოტების მომზადება ხანგრძილივი პროცესია, სამაგიეროდ მიგ-29 ტიპის თვითმფრინავების მართვა უკრაინელ პილოტებს ფაქტობრივად მაშინვე შეუძლიათ.
„ამიტომ, ეჭვს გარეშეა, თუ მიგ-29 ტიპის თვითმფრინავები გადაეცემა {უკრაინას},ისინი დაუყოვნებლივ გააძლიერებენ უკრაინის დაცვას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, ნატო-ს ქვეყნებს მცირე რაოდნეობას აქვთ მიგ-ის ტიპის თვითმფრინავები, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი და განვიხილავთ ამ საკითხს“, - აღნიშნა დუდამ.
მისი განმარტებით, უკრაინისთვის პოლონეთის მიერ F-16
ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით პრობლემაა, რადგან ეს თვითმფრინავები პოლონეთს „ქვეყნის მასშტაბისა და საერთო პოტენციალის გათვალისწინებით“ მცირე რაოდენობით აქვს.