რომან გოცირიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ნაციონალური მოძრაობა. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.
მინდა წარმატებები ვუსურვო ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის", - წერს გოცირიძე