დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მექსიკაში კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრის ფარგლებში მრგვალ მაგიდას უხელმძღვანელებს. დაგეგმილი სხვადასხვა სახის შეხვედრებიც.
მექსიკაში, კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრაზე საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით 8 დეკემბერს გაემგზავრა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მაჯგალაძის თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.
კონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრა, რომელიც გაეროს ფარგლებში იმართება, 29 ნოემბრიდან მიმდინარეობს. მასში 192 ქვეყანა და მათ შორის 20 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.